თეგი: დავით არახამია

დავით არახამია: უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას საკუთარი უკრაინული NATO

"უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას „საკუთარი უკრაინული NATO“, - ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა. „ჩვენ გვსურს, შევქმნათ ჩვენი უკრაინული NATO, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს უდიდესმა და ეფექტურმა ქვეყნებმა აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა აგრესიის შემთხვევაში. NATO-ს სამი ქვეყანა – თურქეთი, გერმანია და იტალია უკვე დათანხმდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებას ბრიტანეთი და შეერთებული შტატებიც შეუერთდნენ, რადგან „მათ გარეშე ასეთი შეთანხმების ხელმოწერას აზრი არ ექნება“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

რას შეიძლება, მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტის დამტკიცებას შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს, - მიიჩნევს საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ რა შეზღუდვები შეიძლება, შევიდეს სანქციების მეშვიდე პაკეტში, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს, სავარაუდოდ, იქნება რუსული ბანკების სრული გათიშვა SWIFT სისტემიდან და რუსი ოლიგარქების სიის გაფართოება, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს. „მჯერა, რომ ამას აუცილებლად 2-3 თვე დასჭირდება, რადგან ისინი (სანქციები) გაივლიან საპარლამენტო კომიტეტებს და ახლა ივნისის შემდეგ ბევრ პარლამენტს (ევროპის სახელმწიფოს) ექნება არდადეგები, ამიტომ, ეს მათი (პარლამენტარების) დაბრუნების შემდეგ უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა არახამია. ამ პაკეტში ჩვენ ვავითარებთ ე.წ SMART სანქციებს, ისინი მიზნობრივია და ძალიან მტკივნეული“, - ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა. მაგალითად, მან მოიყვანა სადაზღვევო კომპანიების მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობა, რომლებიც რუსულ ნავთობტანკერებს ემსახურებიან. „ამგვარად, რუსეთი, რომელსაც აქვს ნავთობი, რომლის შეძენაც სხვა ქვეყნებს სურთ, ამ პროდუქციის ტრანსპორტირებას ვერ შეძლებს“,- აღნიშნა არახამიამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით არახამია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების სავარაუდო პერიოდს ასახელებს

„როდესაც საარჩევნო კამპანიის ციკლი დაიწყება როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში, 2023 წლის მეორე ნახევარში, შეიძლება, გაჩნდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა“, - ამის შესახებ უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა. „არ მგონია რუსეთის პრეზიდენტმა რაიმე სამხედრო წარმატების დემონსტრირება შეძლოს. ასე რომ, ისინი შეიძლება, შეეცადონ როგორმე რაიმე აჩვენონ თავიანთ ხალხს დიპლომატიურ ფრონტზე“, - განაცხადა არახამიამ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციაა, რომ უკრაინა ღიაა მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ მხოლოდ სხვა პრეზიდენტთან, გარდა პუტინისა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინული მედია დავით არახამიასა და ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შორის გამართული შეხვედრის შესახებ წერს

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა, რომელიც აშშ-ში ექტრადირების მოლოდინშია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. UP-სთან კომენტარში არახამიამ ვენაში ვიზიტი და ფირტაშთან შეხვედრა დაადასტურა. მისი თქმით, ვენაში ისრაელიდან ჩავიდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მისი თქმით, ფირტიშთან და მის მენეჯმენტთან საათნახევრიანი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო „მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივების განხილვა მიკოლაივის რეგიონში პორტების შენარჩუნებისთვის, სადაც DF ჯგუფი „ნიკა-ტერას“ პორტს ფლობს. არახამიას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ტიტანის მრეწველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა. ფირტაში ამერიკელი გამომძიებლების მოთხოვნით, ავსტრიაში 2014 წლის მარტში დააკავეს, მაგრამ 125 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მას შემდეგ ის აშშ-ში ექსტრადიციის მოთხოვნას აპროტესტებს. აშშ ფირტაშს ტიტანის საბადოზე კონტროლის უკანონოდ მოპოვების მიზნით, ინდოეთში 18.5 მილიონი დოლარის გადახდაში ადანაშაულებს. ოლიგარქს აშშ-ში 50 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.

არახამია: მომავალი კვირა შესაძლოა, რთული იყოს. ხელისუფლება და სამხედროები ემზადებიან

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის დავით არახამიას თქმით, მომავალი კვირა შესაძლოა, რთული იყოს და  ხელისუფლება, სამხედრო და სასწრაფო სამსახურები ამისთვის ემზადებიან. „რუსები ენერგეტიკულ ობიექტებზე, ახალ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ. საგანგებო სიტუაციების სამსახური და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარზე მუშაობენ. ბევრი ტრენინგი ჩატარდა, დამუშავდა ენერგეტიკოსების მოქმედებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთონ. ვემზადებით,სამხედროები ემზადებიან“, - განაცხადა დავით არახამიამ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებზე საუბრობს

უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ მისცეს, რაც მოსკოვი თავის ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს, ომის ყველა დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს. არახამიას განმარტებით, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს, უკრაინული მხარე მზადაა, დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბროს უსაფრთხოების გარანტიებზე. „რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი. ამის შემდეგ, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, წერს არახამია „ტელეგრამ“ არხზე. ცნობისთვის,  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდება, დასავლეთმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გარანტიების მიცემა უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში.  

არახამიამ გაათავისუფლა მოადგილე, რომელმაც ომის დროს კიევში ძვირადღირებული სახლი იყიდა

  უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა მოადგილე პაველ ხალიმონი, რომელმაც, ომის მიმდინარეობისას, კიევში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა. კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩავსვამთ ციხეში - არახამია „თუ სახალხო დეპუტატი ხარ და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს, შენს ქვეყანას უნდა დაეხმარო. ეს შენი მოვალეობაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ქცევა ჩვენს ღირებულებებსა და ხედვას, იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახალხო დეპუტატმა ომის დროს, ეთიკურად ეწინააღმდეგება. ამიტომაც, ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ ხალიმონი თანამდებობიდან გათავისუფლდება", - დაწერა არახამიამ და სამართალდამცველებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილი ლოზინსკი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლოზინსკი გენერატორების შეძენის საქმეზე 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. მედია ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით წერს, რომ ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის. გამოძიების თანახმად, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ნაწილმა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილის მითვისებისთვის შეიმუშავა სქემა. კერძოდ, ისინი ფარულად გაურიგდნენ მეწარმეებს და 280 მილიონი გრივნას ოდენობის კონტრაქტი გააფორმეს. სანაცვლოდ კი დიდი ოდენობის თანხა მიიღეს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი.  

დავით არახამია: მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე

მთავარი არხის ინფორმაიციით, ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კიევში განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. კიევში „სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა  „მე, როგორც დეპუტატმა ჩემს კოლეგებთან ერთად, შემიძლია მივმართო უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, მკვლელობის მცდელობაა. ჩვენი მიზანი უმაღლეს რადაში იმ დადგენილების მიღებისას იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ევროპელმა პარლამენტარმა მიიღოს მსგავსი რეზოლუცია. რა იქნება შედეგი - თუ ათი ევროპული ქვეყანა მიიღებს მსგავს მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი, მათ აღარ ექნებათ არჩევანი, რადგან როცა ისინი იტყვიან, ჩვენ გვინდა ევროკავშირში, მათ უპასუხებენ, რომ 10 ევროპული ქვეყანა მოგმართავთ ჰუმანიტარული მისიით, გაუშვათ ადამიანი და თქვენ რას აკეთებთ. რა შეკითხვები შეიძლება, კიდევ არსებობდეს, მე მგონია, რომ ასეთმა სტრატეგიამ შეიძლება, იმუშაოს. ჩვენ ვიზიარებთ, რომ რაც აქამდე გავაკეთეთ, არ იმუშავა და ახლა თუ ჩვენ შევძლებთ ასეთი პოლიტიკური ფლეშმობის გაკეთებას, ამან შეიძლება, გაამართლოს. თუ ასე მოხდა, როგორც ვფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს ბატონი მიხეილი შეიძლება ამ სცენაზეც ვნახოთ", - განაცხადა დავით არახამიამ.  

2024 წელს უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება - დავით არახამია

უკრაინაში მომავალი არჩევნების ჩატარების საკითხი გარკვეულია. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ „1+1“-ის ჟურნალისტ ნატალია მოსიიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება. „მომავალ წელს, ვფიქრობ, საერთოდ არ შეიძლება, იყოს არჩევნები. არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი - არც ერთი," - განაცხადა არახამიამ. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. ზელენსკის შეფასებით, ომის დროს არჩევნებზე საუბარი უპასუხისმგებლობაა.  

არახამია უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, საქართველოს მთავრობას „სამპუნქტიან გეგმას“ სთავაზობს

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლითს თანახმად, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან. "საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ "ურთიერთობების ნორმალიზების" მოტივით. თუ მართლა ვისაუბრებთ "ნორმალიზებაზე", მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა: გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი ითხოვს. შეწყვიტონ აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება," - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში. საქართველოს პროკურატურამ, ადეიშვილის დაკავების მიზნით, ბელგიასა და გერმანიას მიმართა  

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით არახამიას წინადადებას უპასუხეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არახამიას დამოკიდებულებას „დასანანი “ და „სამწუხარო“ უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მყარად უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს და „სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს.“ ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს „უკრაინის ხელისუფლებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას.“ „როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთ გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. აქედან გამომდინარე ჩვენ, პირველ რიგში, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას,“ - აღნიშნა კობახიძემ. „არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არამხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს. და მე იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება ვერასდროს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, როგორც ეს მათ შორის, მთავრობის გუშინდელ განცხადებაში იყო ნათქვამი,“ - განუცხადა ჟურნალისტებს  თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ. არახამია უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, საქართველოს მთავრობას „სამპუნქტიან გეგმას“ სთავაზობს